imedi /  11 აგვისტო 2017, 20:45 / სანდო წყარო

AP: აშშ და ჩრდილოეთ კორეა საიდუმლო არხებით კონტაქტობენ

დონალდ ტრამპი
კიმ ჩენ ინი

გამოცემა Associated Press-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, ჩრდილოეთ კორეასთან "საიდუმლო, ირიბი არხებით ურთიერთობა აქვს", რომლითაც მსჯელობენ როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, ასევე ამერიკელ პატიმრებზე, რომლებიც ფხენიანის ციხეში არიან გამომწყვდეულნი 

რამდენიმე თვის წინ, მათ ჰქონდათ მოლაპარაკება ამერიკელი სტუდენტის ოტო უირმბირის გათავისუფლების შესახებაც, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის ციხეში 17 თვე გაატარა და გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. 

გამოცემის თქმით, კონტაქტზე რეგულარულად აშშ-ის მხრიდან, ჩრდილოეთ კორეის საკითხებთან დაკავშირებული სპეციალისტი ჯოზეფ იუნი გადის, რომელიც პირდაპირ ფხენიანი წარმომადგენელს ესაუბრება, ხოლო მისი დამხამრე სამხრეთკორეელი დიპლომატი და გაეროს წარმომადგენელი პაკ სონ ილია. ირიბ არხს "ნიუ-იორკის არხი" ჰქვია. 

მიუხედავად მჭიდრო ურთიერთობისა, გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყნებს შორის დაძაბულობამ არ იკლო. 

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ კუნძულ გუამზე, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, ავიაიერიშს გეგმავს. სტრატეგიული ძალების სპიკერის თქმით, საბოლოოდ დამუშავებულ გეგმას მალევე მიაწვდიან ქვეყნის ლიდერს კიმ ჩენ ინს, ხოლო შემდეგ მას უკვე პრაქტიკაში განახორციელებენ.

დღეს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დარტყმის შემთხვევაში ამერიკული არმია უკვე მზადაა და "ჩრდილოეთ კორეა თავის საქციელს მწარედ ინანებს". 

კომენტარები ()