imedi /  11 აგვისტო 2017, 22:34 / სანდო წყარო

ესპანეთში მიგრანტების რიცხვი გასამმაგდა

2017 წელს, ესპანეთში ჩავიდა სამჯერ უფრო მეტი მიგრანტი, ვიდრე გასულ წელს, - ამის შესახებ საერთაშორისო იმიგრაციის ორგანიზაციის (MOM) ანგარიშში წერენ. 

მარტო ზღვით, ესპანეთში 8 385-მა ადამიანმა ჩააღწია. ამ მონაცემებით მან მალე შესაძლოა საბერძნეთის მაჩვენებელსაც დაეწიოს (11 713). ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ლტოლვილებს ესპანეთისკენ მიმავალი გზა უფრო უსაფრთხოდ მიაჩნიათ. 

გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ანდალუსიის სანაპიროზე რამდენიმე ათობით ლტოლვილი ნავებიდან გადმოხტა და იქ მყოფი ტურისტები განცვიფრებულნი დატოვა. 

МОМ-ის უახლესი მონაცემებით, ესპანეთში წელს 11 849 ლტოლვილი ჩავიდა. უმეტესობა მათგანი სენეგალიდან, გამბიიდან და გვინეიდან წამოვიდა. 

კომენტარები ()