imedi /  12 აგვისტო 2017, 17:29 / სანდო წყარო

დონალდ ტრამპის რეიტინგი გაიზარდა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომხრეების რაოდენობრივი მაჩვენებელი გაიზარდა. ორგანიზაცია Rasmussen Reports-ის მონაცემებით, ტრამპის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 45%, მაშინ როდესაც მისი მხარდამჭერების მაჩვენებელი გასულ კვირაში მხოლოდ 39%-ს აღწევდა.

მიუხედავად რეიტინგის ზრდისა, ამერიკის პრეზიდენტის საქმიანობით მოსახლეობის 53% მაინც უკმაყოფილოა.

16 ივლისს, გამოცემა Washington Post-ის მონაცემებით, ტრამპის პირველი 6 თვის მუშაობის რეიტინგმა სხვა პრეზიდენტებთან შედარებით ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. დონალდ ტრამპის მუშაობას დადებითად აფასებდა გამოკითხულთა 36 %. 1975 წელს ჯერალდ ფორდის რეიტინგი 39 % იყო.

 

კომენტარები ()