imedi /  12 აგვისტო 2017, 17:33 / სანდო წყარო

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნებს არეულობა მოჰყვა

საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას კენიის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები და არეულობა მოჰყვა. ამის შესახებ Euronews-ი წერს. 

ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაღუპულის შესახებ. დემონსტრანტები ქუჩებს კეტავენ და საბურავებს წვავენ.  სამართალდამცველები კი მათ წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ. 

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა. შედეგები კი გუშინ გახდა ცნობილი. არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ მოიპოვა.

კომენტარები ()