imedi /  12 აგვისტო 2017, 18:34 / სანდო წყარო

Google-ის ოფისთან სექსიზმში დადანაშაულებული ინჟინრის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა

კალიფორნიაში Google-ის ოფისთან გაჩნდა სამსახურიდან გათავისუფლებული ინჟინრის ჯეიმს დეიმორის მხარდასაჭერი პლაკატები. 

ერთ-ერთ პლაკატზე, სადაც სტივ ჯობსის ფოტო და  Apple-ის ლოზუნგი - "იფიქრე განსხვავებულად" ("Think different") არის გამოსახული, გაჩნდა წარწერა - "არც ამდენად" ("Not So Much").

გარდა ამისა, პარკის სკამზე გამოჩნდა კიდევ ერთი პლაკატი, სადაც წარწერა Google შეცვლილია - Goolag-ით. 

რამდენიმე დღით ადრე Twitter-ზე დეიმორის ფოტო გამოჩნდა, იმავე წარწერით. 

Google-ის თანამშრომელი, ჯეიმს დეიმორი რომელიც ამბობდა, რომ ქალების ადგილი ტექნოლოგიების სფეროში, მათი ბიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე, არ არის, სამსახურიდან 8 აგვისტოს დაითხოვეს. ახალი სამსახური კი Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა შეთავაზა.

კომენტარები ()