imedi /  12 აგვისტო 2017, 19:05 / სანდო წყარო

ნეპალში წყალდიდობას 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში წყალდიდობასა და მეწყერს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ News.com.au წერს. 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტიქია რამდენიმე რეგიონს დაატყდა თავს. დატბორილია ასობოთ სახლი, საიდანაც მოსახლოების ევაკუაცია განხორციელდა.

ქალაქ ბირატნაგარში წყალდიდობის გამო აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

კომენტარები ()