imedi /  12 აგვისტო 2017, 19:14 / სანდო წყარო

ინდოეთის საავადმყოფოში 60 ბავშვი დაიღუპა

რამდენიმე დღის წინ, ინდოეთის შტატის, უტარ-პრადეშის საავადმყოფოში 48 საათის განმავლობაში 30-მდე ბავშვი გარდაიცავალა. მიზეზი ჟანგბადის მიწოდების ტექნიკური გაუმართაობა იყო, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ კლინიკის მხრიდან გადასახადების გადაუხდელობის გამო, ჟანგბადის მიმწოდებელმა ორგანიზაციამ, პაციენტებს მიწოდების არხები სპეციალურად გაუთიშა. ინფორმაციას ავრცელებს BBC

შტატის პოლიციელები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. მათი თქმით, გამოძიება დასკვნას 24 საათის განმავლობაში მოამზადებს. 

ჯანდაცვის მინისტრის სინდჰარტ ნატ სინჰის თქმით, ის საავადმყოფოში 9 აგვისტოს მივიდა, თუმცა მთავარ ექიმს, ჟანგბადის მიწოდების პრობლემებთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. BBC-ის ცნობით, დაღუპული პაციენტი ბავშვების რაოდენობამ 60-ს მიაღწია. 

კომენტარები ()