imedi /  12 აგვისტო 2017, 20:48 / სანდო წყარო

თურქეთში "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ეჭვმიტანილი 3 პირი დააკავეს

თურქეთში 3 პირი დააკავეს, რომლებიც დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" დავალებით მკვლელობებში არიან ეჭვმიტანილნი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. 

პოლიციამ ოპერაცია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთდროულად 3 პროვინციაში ჩაატარა. სამართალდამცველებმა იარაღიც ამოიღეს. 

გამოძიების თანახად, რადიკალები თურქეთში სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდნენ და ადამიანებზე თავადასხმას გეგმავდნენ.

კომენტარები ()