imedi /  12 აგვისტო 2017, 21:53 / სანდო წყარო

ეგვიპტეში იტალიელმა ტურისტმა სასტუმროს მენეჯერი ცემით მოკლა

ეგვიპტის კურორტ ალ-ალამზე იტალიელმა ტურისტმა სასტუმროს მენეჯერი ცემით მოკლა

მედიის ცნობით, ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. იტალიის მოქალაქე ივან პასკალ მორო შვილებთან ერთად სასტუმროს წინ სანაპიროზე სეირნობდა, როდესაც მათთან სასტუმროს მენეჯერი მივიდა. მან კაცს უთხრა, რომ იქ ყოფნა აკრძალული იყო და სთხოვა, ტერიტორია დაეტოვებინა.

კაცებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა. იტალიელმა ტურისტმა სასტუმროს მენეჯერს თავში რამდენჯერმე დაარტყა, რის შედეგადაც ის მოგვიანებით გარდაიცვალა. იტალიელი 11 აგვისტოს დააკავეს.

კომენტარები ()