imedi /  12 აგვისტო 2017, 22:36 / სანდო წყარო

ბრიტანეთში მაღალი ქუსლების "სკანდალია"

უნდა ითხოვდეს თუ არა ოფისის ხელმძღვანელი თანამშრომელი ქალებისგან მაღალქუსლიანი ფეხსაცემლის ტარებას, - ამის შესახებ დიდ ბრიტანეთში ნიკოლ ტორპის შემთხვევის შემდეგ მსჯელობენ.

გოგო ლონდონში, ერთ-ერთ ტანსაცმლის მაღაზიაში მუშაობდა, სადაც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმაზე უარი თქვა. დრესკოდის დარღვევის გამო ის სამსახურიდან დაითხოვეს. 

ბრიტანეთის პარლამენტს მიაჩნია, რომ დამსაქმებლებს დრესკოდის დაწესების უფლება აქვთ. 

ჯერ კიდევ 2016 წელს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტს არაერთმა ახალგაზრდა ქალმა მიმართა მსგავსი პრობლემით. მომჩივანთა ნაწილი იმასაც აპროტესტებდა, რომ სამსახურებში მათ თმის შეღებვას, ღია სამოსის ჩაცმას და მაკიაჟის მუდმივად განახლებას სთხოვდნენ. 

აპრილში, კანადის პროვინციამ უარი თქვა სამსახურში დრესკოდის დაცვასთან დაკავშირებულ მოთხოვნაზე, რომლის მიხედვითაც ქალებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უნდა ჩაეცვათ.

კომენტარები ()