imedi /  12 აგვისტო 2017, 22:43 / სანდო წყარო

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანში მომხდარ აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა. ამის შესახებ Abc News-ი წერს. 

აფეთქება ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე ქალაქ კვეტაში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. 

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდასხმის სამიზნე სატვირთო ავტომობილი გახდა, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა. 

კომენტარები ()