imedi /  13 აგვისტო 2017, 00:17 / სანდო წყარო

კენიის ოპოზიცია პოლიციას 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებს

კენიის ოპოზიცია ქვეყნის პოლიციას 100-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. 

მანამდე ინფორმაცია საპროტესტო აქციის დროს 9 დაღუპულის შესახებ ვრცელდებოდა. 

ამასთან, სააგენტოს ცნობით, ოპოზიციას საკუთარი ბრალდების დამამტკიცებელი საბუთები არ აქვს. 

კენიის დედაქალაქსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები და არეულობა საპრეზიედენტო არჩევნების გამოცხადებას მოჰყვა.

კენიაში საპრეზიდენტო არჩევნები 8 აგვისტოს გაიმართა. შედეგები კი გუშინ გახდა ცნობილი. არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა უჰურუ კენიატამ მოიპოვა.

კომენტარები ()