imedi /  13 აგვისტო 2017, 00:22 / სანდო წყარო

ინდოეთში მონადირემ მოკლა სპილო, რომელმაც 15 ადამიანი გასრისა

ინდოელმა მონადირემ ნავაბ საფატ ალი კჰანმა, ხელისუფლების თხოვნით, შტატ ჯარჰანდაში სპილო მოკლა, რომელმაც მანამდე 15 ადამიანი შეიწირა. ამის შესახეებ გამოცემა AP წერს. 

ოპერაციაში მონაწილეობას 100-მდე ადამიანი იღებდა, თუმცა ცეცხლის გახსნის უფლება მთავრობამ მხოლოდ კჰანს მისცა.

სპილოს მოკვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ცხოველზე ტრანკვილიზატორის გამოყენება ვერ შეძლეს, რადგან სპილო ვერ დააკავეს. 

გამოცემის ცნობით, სპილო თავის ჯგუფს მარტში გამოეყო და იმ თვეს შტატ ბიჰარში 4 ადამიანი გასრისა, მეზობელ შტატში გადასვლის შემდეგ - კიდევ 11. 

ინდოეთის გარემოს დაცვის სამინისტროს თქმით, ქვეყანაში ყოველდღიურად, სულ მცირე, ერთი ადამიანი იღუპება გარეულ ცხოველებთან შეხვედრის შემდეგ. 

კომენტარები ()