imedi /  13 აგვისტო 2017, 00:46 / სანდო წყარო

ბარსელონაში ტურისტების მატება გააპროტესტეს

ბარსელონაში 100-მდე ადამიანმა სანაპიროზე საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქში ტურისტების რაოდენობის ზრდა გააპროტესტა. ამის შესახებ Mirror-ი წერს. 

აქციის მონაწილეების თქმით, ტურისტების მატებამ ქალაქში ბინის ქირის ზრდა გამოიწვია. ამასთან, მათი მტკიცებით, გახშირდა ინციდენტები უცხოელების მონაწილეობით.

2016 წლის ოფიციალური მონაცემებით, ბარსელონას 75 მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა. 

კომენტარები ()