imedi /  13 აგვისტო 2017, 01:10 / სანდო წყარო

კორსიკაზე ხანძრის გამო 1000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

კუნძულ კორსიკაზე ტყის ხანძრის გამო 1000-მდე ადგილობრივი მკვიდრისა და ტურისტის ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ BFMTV-ი წერს.

ხანძრის ჩასაქრობად, რომელმაც 2000 ჰექტარი ტყის მასივი მოიცვა, 350 მეხანძრე და 35 ვერტმფრენია მობილიზებული. 

მედიის ცნობით, დაკავებულია კაცი, რომელიც ხანძრის განზრახ გაჩენაშია ეჭვმიტანილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 15 000 ევროს გადახდა ემუქრება. 

კომენტარები ()