imedi /  13 აგვისტო 2017, 09:55 / დაუდასტურებელი

სენატორი აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე გამოძიების დასრულებას წლის ბოლომდე ვარაუდობს

სენატორმა რიჩარდ ბერმა, რომელიც იმავე დროს აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომლის გამო საპრეზიდენტო არჩევნებზე „რუსული გავლენის“ გამოძიების საქმე ჭიანურდება. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

სენატორის თქმით, საქმის გამოძიება უფრო მასშტაბურად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ადრე იყო ნავარაუდევი. ამის გარდა, გამოძიებაში გაჩნდა ახალი სახელები, რომელთა შესახებაც ადრე არ იყო ცნობილი, ასევე ბევრი მტკიცებულებაა გამოსაკვლევი, მათ შორის ელექტრონული ფოსტის მიმოწერებიც.

სენატორს იმედი აქვს, რომ გამოძიება წლის ბოლომდე დასრულდება, თუმცა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ მოსაზრების დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

აშშ-ის კონგრესში დამოუკიდებელი გამოძიება მიმდინარეობს, იმის გასარკვევად, იყო თუ არა რუსული გავლენა ამერიკის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში. ანალოგიურ გამოძიებას ამერიკის გამოძიების ფედერალური სამსახურიც აწარმოებს.

გამოძიების ფარგლებში, მედიაში ხშირად ჩნდება ინფორმაციები, ტრამპის საარჩევნო კამპანიის წევრების შესაძლო საეჭვო კავშირების შესახებ რუსეთის პოლიტიკოსებთან და ბიზნესმენებთან.

კომენტარები ()