imedi /  13 აგვისტო 2017, 12:18 / სანდო წყარო

კარაკასში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

ვენესუელის პრეზიდენტის ბრძანებით, ჯარმა კარაკასში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა. დაჭრილია რამდენიმე ადამიანი.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვენესუელაში სამხედრო ჩარევას არ გამორიცხავს.  იქ ხალხი იტანჯება, ნაწილი იხოცება. ეს ჩვენს მეზობლად ხდება",  - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, საგარეო უწყებას მისი ამერიკელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრის ორგანიზება დაავალა.

ვენესუელაში აღმასრულებელი ხელისუფლება ეროვნულ დამფუძნებელ საბჭოს დაექვემდებარება. ინიციატივა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ეკუთვნის, რომელსაც სახელმწიფო წყობის შეცვლა, ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის დაშლა და საკონსტიტუციო ასამბლეის შექმნა სურდა. ოპოზიცია ეროვნული დამფუძნებელი საბჭოს ჩამოყალიბებისთვის არჩევნებს არ ცნობს და არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ვენესუელაში ანტისამთავრობო დემონსტრაციები 2017 წლის აპრილში დაიწყო. არეულობებს 120-ზე მეტი ადამიანი უკვე ემსხვერპლა. ვაშინგტონმა კარაკასს სანქციები დაუწესა, ნიკოლას მადუროს აშშ-ში ყველა საბანკო ანგარიში გაუყინა და აშშ-ს მოქალაქეებს მასთან საქმიანი ურთიერთობა აუკრძალა.

 

კომენტარები ()