imedi /  13 აგვისტო 2017, 12:19 / სანდო წყარო

სირბილში შვიდგზის ოლიმპიური ჩემპიონი ფინალამდე კოჭლობით მივიდა

უსაინ ბოლტი

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერისთვის, უსაინ ბოლტისთვის მის კარიერაში ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატი წარუმატებელი გამოდგა. იამაიკის ნაკრებში ბოლტის თანაგუნდელებმა მოცემული დისტანცია სწრაფად გაირბინეს და ესტაფეტის ჯოხი ბოლო 100 მეტრის გასარბენად ლეგენდარულ სპორტსმენს გადასცეს, რომელმაც 10 მეტრის გარბენის შემდეგ კოჭლობა დაიწყო და ექიმების დახმარება დასჭირდა. ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.

საბოლოოდ, ბოლტი ფეხზე თანაგუნდელების დახმარებით წამოდგა, თუმცა ამით მისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა - პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთის ნაკრები გავიდა. ბოლტი კი მის კარიერაში უკანასკნელ მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე სირბილში მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

შვიდგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მძლეოსანის კარიერის დასრულების შემდეგ, ძალების მოსინჯვა ფეხბურთში აქვს გადაწყვეტილი.

კომენტარები ()