imedi /  13 აგვისტო 2017, 12:53 / სანდო წყარო

პოლონეთში შტორმის მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა

ბოლო მონაცემებით, პოლონეთში შტორმს 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ორი მოზარდია - კარავში მყოფებს ხე დაეცათ. დაშავდა 30-ზე მეტი ადამიანი.

დაზიანდა 800-ზე მეტი შენობა. ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 200 ათასამდე აბონენტს.

კომენტარები ()