imedi /  13 აგვისტო 2017, 13:11 / სანდო წყარო

ირანში ქლორით 360 ადამიანი მოიწამლა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ დისფულში 360 ადამიანი მოწამვლის ნიშნებით საავადმყოფოში აღმოჩნდა. ყველა მათგანს სუნთავასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

ექიმების დიაგნოზით, ყველა პაციენტს ქლორით მოწამვლის ნიშნები აღმოაჩნდა. გაირკვა, რომ ადგილობრივი საცავიდან ქლორის გაჟონვის ფაქტი დაფიქსირდა.

ამ დროისთვის მოწამლულების დიდი ნაწილი საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

კომენტარები ()