imedi /  13 აგვისტო 2017, 13:14 / სანდო წყარო

ერდოღანი ბერლინთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვარაუდობს

რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ანგელა მერკელი

რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობის ნორმალიზებას ბუნდესტაგის არჩევნების შემდეგ ვარაუდობს. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ანკარის კრიტიკის სტრატეგიას, საფრანგეთის და ავსტრიის შემდეგ, გერმანიაც იყენებს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს. 

ბერლინმა ანკარის მიმართ ეკონომიკური პოლიტიკის გადახედვა თურქეთში უფლებადამცველების დაკავების გამო გადაწყვიტა, ბრიუსელმა ანკარის მიმართ პოლიტიკის გადახედვა კი - სიკვდილით დასჯის აღდგენის ინიციატივის გამო

საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 24 სექტემბერს არის დაგეგმილი.

კომენტარები ()