imedi /  13 აგვისტო 2017, 16:06 / სანდო წყარო

ჰონ-კონგში რადიო BBC-ის მაუწყებლობის დრო შეამცირეს

ჰონ-კონგის ტელერადიოკორპორციამ რადიო BBC-სთვის საეთერო დროის შემცირების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. ჰონ-კონგში ბრიტანული რადიო 1978 წლიდან 24 საათის მანძილზე მაუწყებლობდა.

დროის შემცირების მიზეზად ლონდონთან საათობრივი განსხვავება სახელდება. საერთაშორისო რადიო ჰონ-კონგში ახალ სიხშირეზე გადაიყვანეს და იგი მხოლოდ 8 საათით, საღამოს 11.00 საათიდან დილის 07.00 საათამდე იმაუწყებლებს. ეს დრო ემთხვევა იმ პერიოდს, როცა BBC-ის ცენტრალური ოფისი მთავარ ამბებს გადმოსცემს.

იმ 24 საათიან სიხშირეს კი, რომელზეც ადრე ინფორმაციას რადიო BBC გადმოსცემდა, ჩინეთის ნაციონალური  რადიო დაიკავებს. ხელისუფლების აზრით, კავშირი ჰონ-კონგსა და ჩინეთს შორის მნიშვნელოვანია როგორც კულტურული, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით.

კომენტარები ()