imedi /  13 აგვისტო 2017, 17:55 / სანდო წყარო

ირანი სარაკეტო პროგრამის ბიუჯეტს ზრდის

ირანის პარლამენტმა სარაკეტო პროგრამის ბიუჯეტის გაზრდის კანონი მიიღო, აშშ-ს სანქციების საპასუხოდ. კანონპროექტს მხარი 247 დეპუტატიდან 240-მა დაუჭირა. The Daily Sabbah-ის ცნობით, ლაპარაკია ბალისტიკური რაკეტების შექმნაზე $520 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ.

თეირანი აცხადებს, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამაფრთხილებელი გზავნილია და საერთაშორისო ექვსეულსა და ირანს შორის ბირთვული შეთანხმების პირობებს არ ეწინააღმდეგება.

"შეთანხმებას ისე თუ არ შეასრულებენ, როგორც საჭიროა, დიდი პრობლემები შეექმნებათ. ამის პირობას გაძლევთ", - დაემუქრა ირანს დონალდ ტრამპი.

ვაშინგტონმა სანქციების სიაში ორგანიზაციები და ფიზიკური პირები შეიყვანა.

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს შორის შეთანხმება მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2015 წლის ივლისში შედგა - ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად მოხსნის პირობა მიიღო.

კომენტარები ()