imedi /  13 აგვისტო 2017, 17:59 / სანდო წყარო

სკარამუჩი: თეთრ სახლში მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ტრამპის თავიდან მოშორება სურთ

თეთრი სახლის კომუნიკაციების ყოფილი დირექტორის, ენტონი სკარამუჩის განცხადებით, ვაშინგტონში ქვეყნის პრეზიდენტის წინააღმდეგ მუშაობენ. ამის შესახებ მან ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ეს სკარამუჩის პირველი კომენტარია. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. 

სკარამუჩის განმარტებით, თეთრ სახლში არიან პირები, რომლებსაც დონალდ ტრამპის "გაგდება" სურთ. როდესაც ჟურნალისტმა მას კონკრეტული  ადამიანების დასახელება სთხოვა, სკარამუჩიმ აღნიშნა, რომ რამდენიმეს ვინაობა უკვე დაასახელა რის შემდეგაც სტრატეგიული ცვლილებები მოხდა, 

ტრამპმა სკარამუჩი 31 ივლისს მოხსნა. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორის პოსტს ის სულ რაღაც 10 დღის განმავლობაში იკავებდა. 

კომენტარები ()