imedi /  17 თებერვალი 2017, 12:32 / სანდო წყარო

ვლადივოსტოკში მძღოლი 12 ადამიანს ზებრაზე დაეჯახა

ქალაქ ვლადივასტოკში მძღოლი, ზებრა-გადასასვლელზე, 12 ფეხითმოსიარულეს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

საქმეს სამართალდამცავები იძიებენ. გავრცელებული ინფორმაციით, არავინ გარდაცვლილა, დაშავებულები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, 12-ივე დაზარალებულს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აქვს.

ავტოავარიის მონაწილე მძღოლის  თქმით, მან საჭე ვერ დაიმორჩილა. 

კომენტარები ()