მსოფლიო

imedi /  17 თებერვალი 2017, 12:45 / სანდო წყარო

ტონი ბლერი Brexit-ის წინააღმდეგ გამოდის

ტონი ბლერი

ყოფილ პრემიერმინისტრ ტონი ბლერს მიაჩნია, რომ ბრიტანეთის მოსახლეობას  არ ჰქონდა სრულად გათვიცნობიერებული Brexit-ის ნამდვილი პირობები. ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

ბლერი ამის თაობაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, სადაც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებს „ქვეყნის დაცვისკენ“ მიმართავს. ის ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგნელობაში დარჩეს.  

კაბინეეტის ყოფილი მინისტრი იან დუნკან სმიტის აზრით კი ბლერის კომენატრები ამპარტავნული და აბსოლუტურად ანტიდემოკრატიულია.

გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმი 2016 წლის 23 ივნისს ჩატარდა. ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა პლებისციტში მონაწილე მოქალაქეების ნახევარზე მეტმა, რის შემდეგაც მაშინდელი პრემიერმინისტრი დევიდ კამერონი გადადგა - ის ევროკავშირიდნ გასვლას ეწინააღმდეგებოდა. მისი ადგილი ტერეზა მეიმ დაიკავა.

3 თებერვალს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ Brexit -ის გეგმა, ეგრეთ წოდებული "თეთრი წიგნი" გამოაქვეყნა, რომელშიც პრემიერმინისტრის ტერეზა მეის მიერ ფორმულირებული 12 მთავარი პუნქტი 77 გვერდზეა გაწერილი. 

კომენტარები ()