მსოფლიო

imedi /  17 თებერვალი 2017, 13:12 / სანდო წყარო

პაკისტანის ხელისუფლებამ მავზოლეუმის თავდასხმის გამო შური იძია

პაკისტანში ათობით ტერორისტი ქალაქ სეჰვან-შარიფში, პოეტ ლალა შაჰბაზ კალანდარის მავზოლეუმის ტერიტორიაზე, ტერაქტის შემდეგ მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 31 მებრძოლი ჩაცხრილეს და 47 დააკავეს ტერორისულ აქტში მონაწილეობის ბრალდებით. 

აფეთქება მოხდა მაშინ, როდესაც სპეციალური რიტუალის ჩასატარებლად მრევლი შეიკრიბა.

დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 72-ს მიაღწია. 

კომენტარები ()