imedi /  17 თებერვალი 2017, 18:13 / სანდო წყარო

ფინეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონდა

ფინეთის პარლამენტმა არ მიიღო მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივა, რომლიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების გაუქმებას ითხოვდა. ამის შესახებ BBC იუწყება. პეტიციის წინააღმდეგ 120-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მომხრე კი მხოლოდ 48 იყო. „პარლამენტმა დაადასტურა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება 100%-ით ნებადართულია აწ და მარადის“, - ამის შესახებ თავის Twitter-ის გვერდზე პარტია „მწვანე კავშირის“ ლიდერმა ვილე ნიინისტემ დაწერა.

კანონი, რომელიც ერთნაირსქესიანებს ქორწინების უფლებას აძლევს, ფინეთში 2014 წელს მიიღეს. კანონი ძალაში 1-ი მარტიდან შედის. ჯერჯერობით ერთნაირსქესიან წყვილებს ფინეთში ე.წ. დარეგისტრირებულ პარტნიორულ ურთიერთობაში შეუძლიათ ყოფნა.  

ამ კანონის მოწინააღმდეგეებმა პეტიცია დაწერეს და 50-ი ათასზე მეტი ხელმოწერაც შეაგროვეს. თუმცა პარლამენტმა ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და მარტიდან ფინეთში ერთნაირსქესიანი წყვილები ურთიერთობას ოფიციალურად გააფორმებენ.

ფინეთი ევროპის მე-12-ე ქვეყანაა, რომელმაც ეს კანონი მიიღო.  

 

კომენტარები ()