imedi /  28 თებერვალი 2017, 13:23 / სანდო წყარო

კალიფორნიაში თვითმფრინავი სახლებს დაეცა

კალიფორნია

კალიფორნიაში, ქალაქ რივერსაიდში, თვითმფრინავი საცხოვრებელ სახლებს დაეცა, რასაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა, დაღუპულია ოთხი ადამიანი, - იუწყება BBC.

სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, Cessna 310-ში იმყოფებოდა ცოლ-ქმარი და სამი მოზარდი. ისინი სან-ხოსეში "დისნეილენდიდან" ბრუნდებოდნენ. 

გოგონამ, რომელიც თვითმფრინავის დაცემისას გადმოვარდა, მსუბუქი დაზიანება მიიღო. კიდევ ერთი დაზარალებული, რომელიც სახლში იყო, უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავიაკატასტროფის ადგილას 4 ადამიანის გვამი იპოვეს. ჯერჯერობით უცნობია, ისინი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ თუ არა. ინციდენტის შედეგად, 2 სახლი დაინგრა, 1 დაზიანდა.

კომენტარები ()