imedi /  04 მარტი 2017, 01:15 / სანდო წყარო

ნობელის მშვიდობის პრემიას წელს 318 პრეტენდენტი ჰყავს

ნობელის მშვიდობის ცენტრი
ოსლო
ნორვეგია

ნობელის მშვიდობის პრემიას 2017 წელს 318 პრეტენდენტი ჰყავს, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ცნობით, ნომინანტების მთლიან სიაში 215 ფიზიკური პირი და 103 ორგანიზაციაა. აღნიშნულია, რომ სიდიდით კანდიდატების სია მეორეა ჯილდოს ისტორიაში. 2016 წელს სიაში 376 პრეტენდენტი იყო.   ​

ნობელის ფონდის წესების თანახმად, პრეტენდენტების ვინაობა 50 დღის განმავლობაში გასაუდუმლოებული იქნება და მანამდე საჯარო მხოლოდ მათი რაოდენობაა. 

კანდიდატების რიცხვის გამოცხადების შემდეგ, კომიტეტი სიაზე იმუშავებს და პრეტენდენტების რაოდენობას შეამცირებს. შემოდგომისთვის სიაში დარჩება ხუთიდან ოცამდე პრემიის პრეტენდენტი საზოგადო მოღვაწე და ორგანიზაცია. ლაურეატს ოსლოში, ოქტომბერში გამოაცხადებენ.   

შარშან, ნობელის პრემიის 376 პრეტენდენტიდან 148 ორგანიზაცია იყო. 

2016 წელს, ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს გადაეცა ქვეყანაში 50 წლიანი სამოქალაქო ომის დასრულებისათვის. ამ ომს სულ ცოტა 220 ათასი კოლუმბიელის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კომენტარები ()