imedi /  05 მარტი 2017, 17:11 / სანდო წყარო

დიდი ბრიტანეთი ერაყს 10 მილიარდ ფუნტს აძლევს

დიდი ბრიტანეთი ერაყს ინფრასტრუქტურის განსავითარებლად 10 მილიარდ ფუნტ სტერლინგს (12 მილიარდ დოლარზე მეტს) გამოუყოფს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ერაყის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, ერაყი აღნიშნულ თანხას ბრიტანეთისგან სესხის სახით მიიღებს. 

აღნიშნული ინფორმაცია ერაყის ფინანსთა მინისტრმაც დაადასტურა. მინისტრის თქმით, მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა. მემორანდუმის თანახმად, სესხის ვადა 10 წლით განისაზღვრა. 

კომენტარები ()