imedi /  05 მარტი 2017, 23:28 / სანდო წყარო

სერბეთის პრემიერი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

ალექსანდრ ვუვიჩი

სერბეთის პრემიერმინისტრი და "პროგრესული პარტიის" ლიდერი ალექსანდრ ვუვიჩი პირველი სპრეზიდენტო კანდიდატია, რომელიც ოფიციალურად დარეგისტრირდა. სერბეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2 აპრილს ჩატარდება. ინფორმაციას ადგილობრივ ცესკოზე დაყრდნობით რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ მანამდე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს სერბეთის შს ყოფილმა მინისტრმა და გაეროს გენერალური ასამბლეის ყოფილმა თავმჯდომარემ ვუკ ერემიჩმა, ჰააგის ტრიბუნალის მიერ ყოფილი იუგოსლავიის საქმეზე გამართლებულმა "სერბეთის რადიკალური პარტიის" თავმჯდომარემ ვოისლავ შეშელმა და ქვეყნის ყოფილმა სახალხო დამცველმა საშა იანკოვიჩმა. 

ვუვიჩის კანდიდატურას, მისი პარტიის გარდა, მხარს უჭერენ მმართველი კოალიციის სხვა პარტიებიც.

სერბეთის პრეზიდენტს 5 წლით და მხოლოდ ორი ვადით ირჩევენ. მოქმედი პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი 2012 წელს აირჩიეს. ისიც "სერბეთის პროგრესული პარტიის" კანდიდატი იყო. წელს მან არჩევნებში მონაწილეობზე უარი თქვა.

კომენტარები ()