imedi /  07 მარტი 2017, 17:35 / სანდო წყარო

ერაყის არმიამ მოსულის ადმინისტრაცია დაიკავა

ერაყის არმიამ ქალაქ მოსულის ადმინისტრაციული შენობების კვარტალი, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან“ გაათავისუფლა. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.

გარდა ამისა, ერაყის არმიამ დაიკავა ცენტრალური ბანკი და მოსულის ნაციონალური მუზეუმი, რომელიც ტერორისტებმა გაქურდეს.

სპეცოპერაცია 7 მარტის ღამეს ხორციელდებოდა და 1 საათში წარმატებით დასრულდა. ათობით ექსტრიმისტი ლიკვიდირებულია.

მედიის ცნობით, ერაყის პრემიერი, ჰაიდარ ალ-აბადი, მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ქალაქის აღების შემდეგ, პირველად ჩავიდა. ის პირადად გაეცნობა ფრონტზე არსებულ სიტუაციას.

მოსული - ერაყის უდიდესი ქალაქი და „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქი. ერაყის არმიის შტურმი, რომელსაც ამჟამად ქალაქის აღმოსავლეთი უკავია, 2016 წლის ოქტომბერში დაიწყო. დაზვერვის ინფორმაციით, რამდენიმე ათასი ექსტრიმისტი დასავლეთ რეგიონში, ისევ იმყოფება. 

კომენტარები ()