imedi /  09 მარტი 2017, 09:03 / სანდო წყარო

ახალ ზელანდიაში მაღაზია ზვიგენისფორმიანმა კაცმა გაქურდა

ახალი ზელანდია

ახალ ზელანდიაში, კენტერბერიში, ავტოსაგამართ სადგურთან მდებარე მაღაზია ზვიგენის ფორმაში გამოწყობილმა მამაკაცმა გაქურდა, - იუწყება უცხოური მედია.

ის სავაჭრო ობიექტში მეგობართან ერთად შევიდა, რომელიც მხოლოდ შავი სათვალითა და სახეზე აფარებული ლურჯი ცხვირსახოცით შემოიფარგლა. ერთი დანით, მეორე კი ჩაქუჩით იყო შეიარაღეული. მათ ვიტრინა ჩაამტვრიეს და იქიდან მხოლოდ კანფეტები წაიღეს. კანფეტების ქურდებს პოლიციამ ჯერ ვერ მიაგნო.

კომენტარები ()