13 მარტი 2017, 10:51 / სანდო წყარო

ერაყის არმია დასავლეთ მოსულის 30 პროცენტს აკონტროლებს

ერაყის არმია დასავლეთ მოსულის 30 პროცენტს აკონტროლებს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება ერაყის თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა გააკეთეს. მათივე ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების მიერ დაკავებული რაიონები ანტიტერორისტული კოალიციის ძალების ალყაშია მოქცეული. გარდა ამისა, ერაყის არმია აკონტროლებს ქალაქამდე მისასვლელ ყველა გზას.

სამხედრო ოპერაცია მოსულში ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ წამოწყებული კამპანიის ნაწილია. მასშტაბური შეტევა რადიკალი ისლამისტების პოზიციებზე ერთი თვის წინ დაიწყო. ქალაქის ჯიჰადისტებისგან გათავისუფლებას კი ერაყის არმია მოკავშირეებთან ერთად 2014 წლიდან ცდილობს. ტერორისტების ობიექტებზე ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო კოალიციას იერიშები მიაქვს. მოსულის აღმოსავლეთ ნაწილის გათავისუფლების შესახებ ერაყის არმიამ 2017 წლის იანვარში განაცხადა.

კომენტარები ()