imedi /  14 მარტი 2017, 18:26 / სანდო წყარო

პაკისტანის პრემიერი ინტერნეტში მკრეხელობის აღმოფხვრას გეგმავს

ნავაზ შარიფი

პაკისტანის პრემიერმინისტრი ნავაზ შარიფი ინტერნეტში "მკრეხელობის" შემცველი ინფორმაციის კონტროლის ინიციატივით გამოდის. ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს.

შარიფის განცხადებით, სამართალდამცველებმა უნდა მოძებნონ ადამიანები, რომლებიც სოციალურ ქსელში მკრეხელური შინაარსის მასალებს ავრცელებენ. სოციალურ მედიაში მკრეხელურ ინფორმაციას, პრემიერმა მუსლიმური სამყაროს რელიგიური გრძნობების წინააღმდეგ დაწყებული შეთქმულება უწოდა.

პრემიერმინისტრის თქმით, საკითხის მოგვარება იუსტიციის სამინისტროს დაევალა. 

2017 წლის იანვარში, პაკისტანში ოპოზიციური შეხედულებების მქონე 5 ბლოგერი, რამდენიმე კვირის განმავლობაში, უგზო-უკვლოდ იყო დაკარგული. მოგვიანებით, ერთ-ერთმა მათგანმა BBC-ის უთხრა, რომ ის სახელმწიფო სტრუქტურებს ჰყავდა დაკავებული და აწამებდნენ. მაშინ, პაკისტანის ხელისუფლებამ ბლოგერები "მკრეხელობაში" დაადანაშაულა, გასულ კვირას კი ისლამაბადის უმაღლესმა სასამართლომ, ამ ბლოგერების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების უფლება გასცა.

პალესტინის კანონის თანახმად, რელიგიური მკრეხელობა სიკვდილით ისჯება.

კომენტარები ()