imedi /  14 მარტი 2017, 22:42 / სანდო წყარო

WikiLeaks-ი ნიდერლანდების პოლიტიკურ ლიდერებზე დოკუმენტებს აქვეყნებს

გერტ ვილდერსი

WikiLeaks-მა თავის ვებგვერდზე ნიდერლანდების პრემიერმინისტრზე, მარკ რუტეზე და მის კონკურენტზე, გერტ ვილდერსზე, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, მასალები გამოაქვეყნა. ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები 15 მარტს ტარდება.

ორგანიზაციის Twitter-ზე ნათქვამია, რომ რუტეზე გამოქვეყნებულია 1699 დოკუმენტი, ხოლო და ვილდერსზე - 1392
 



წინასწარი კვლევებით, საპარლამენტო არჩევნების ლიდერად მოქმედი პრემიერმინისტრის მარკ რუტეს "სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" (VVD) რჩება. მისთვის ხმის მიცემას გამოკითხულთა 18% აპირებს. ასეთ შემთხვევაში პარტია პარლამენტში 150 საპარლამენტო მანდატიდან 27-ს მიიღებს. ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე "თავისუფლების პარტიას" (PVV) მხარს უჭერს რესპონდენტების 16%, რაც 24 მანდატის ტოლია.

კომენტარები ()