imedi /  15 მარტი 2017, 01:25 / სანდო წყარო

გაეროში რუსეთის ელჩობის კანდიდატი დასახელდა

გაეროს
უშიშროების საბჭო

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად ალექსანდრ გრუშკო განიხილება. გრუშკო დღეს რუსეთის ფედერაციას ნატოში წარმოადგენს. ინფორმაციას, რუს დეპუტატებზე დაყრდნობით, სააგენტო РИА ავრცელებს.

ალექსანდრ გრუშკო კარიერული დიპლომატია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების და საერთოევროპული თანამშრომლობის საკითხებს კურირებდა. 2005-2012 წლებში იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, 2012 წლიდან - რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ნატოში, ბრიუსელში.

ვიტალი ჩურკინი, რომელიც გაეროში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლად 11 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2017 წლის 20 თებერვალს, ნიუ-იორკში, გავრცელებული ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა. ის მოსკოვში 24 თებერვალს დაკრძალეს.

 

კომენტარები ()