imedi /  15 მარტი 2017, 08:46 / სანდო წყარო

ნიდერლანდებში არჩევნები ტარდება

ნიდერლანდებში დღეს არჩევნები ტარდება, რომელიც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ექსპერტების თქმით, ეს არჩევნები მოქალაქეების ეროვნულ გრძნობებს გამოცდის, - იუწყება BBC.

150 ადგილისთვის 28 პარტია იბრძოლებს, თუმცა მთავარი ბრძოლა 2 პარტიას შორის გაიმართება. გამარჯვების მთავარი პრეტენდენტები არიან: მოქმედი პრემიერის მარკ რუტეს მემარჯვენე "სახალხო პარტია თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის" და ულტრამემარჯვენე "თავისუფლების პარტია", რომელსაც გერტ ვილდერსი ხელმძღვანელობს. ვილდერსის პარტია საიმიგრაციო კანონის გამკაცრებას ემხრობა და ისლამის წინააღმდეგ გამოდის. 

ქვეყანაში არჩევნები თურქეთთან დიპლომატიური სკანდალის ფონზე მიმდინარეობს.

კომენტარები ()