Lenta /  15 მარტი 2017, 17:47 / სანდო წყარო

საქართველოში გაგზავნილი SMS-ის გამო ადლერელი პენსიონერიც გაასამართლეს

პუტინის მიერ 2017 წლის 7 მარტს შეწყალებული ოქსანა სევასტიდი ამბობს, რომ საქართველოში გაგზავნილი SMS-ის გამო ადლერელი პენსიონერიც გაასამართლეს. 60 წლის ანიკო კესიანს სახელმწიფოს ღალატისთვის 8-წლიანი პატიმრობა 2015 წლის ზაფხულში მიუსაჯეს. ის სასჯელს მორდვეთში იხდის.

ადვოკატის თქმით, ანალოგიური ბრალდებით სხვა პირებიც გაასამართლეს.

სევასტიდის 7-წლიანი პატიმრობა 2016 წლის 2 დეკემბერს მიუსაჯეს, სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. მან 2008 წლის აგვისტოს ომამდე ცოტა ხნით ადრე ქართველ მეგობარს მისწერა, რომ სოჭში სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი ნახა, რომელიც აფხაზეთისკენ მიემართებოდა.

"ძალიან მკაცრი მიდგომაა. დაინახა, რაც ყველამ დაინახა. ეს არ იყო საიდუმლო. შევეცდები, გავერკვე დეტალებში", - აღნიშნა პუტინმა 2016 წლის 23 დეკემბრის დიდ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები ()