imedi /  16 მარტი 2017, 00:23 / სანდო წყარო

ნიდერლანდების არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

მარკ რუტე

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში, მმართველმა მემარჯვენე-ლიბერალურმა პარტიამ 31 მანდატი მიიღო. მოქმედი პრემიერმინისტრის მარკ რუტეს "სახალხო პარტია თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის" (VVD) არჩევნებში გაიმარჯვა, - წერს BBC

exit polls-ის მონაცემებით, გერტ ვილდერსის ულტრა-მემარჯვენე "თავისუფლების პარტიას" (PVV), ახალ პარლამენტში 19 ადგილი ექნება. ამდენივე მანდატი მიიღეს პარტია "ქრისტიანულ-დემოკრატიულმა მოწოდებამ" და "დემოკრატები-66"-მა.

ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა პალატას ოთხი წლით ირჩევენ და ის 150 ადგილისგან შედგება. სწორედ ქვედა პალატას აქვს საკანონმდებლო ინიციატივის და კანონში შესწორებების შეტანის უფლება. მთავრობას საპარლამენტო უმრავლესობა აკომპლექტებს.

ნიდერლანდებში საპარლამენტო არჩევნები 15 მარტს ჩატარდა.

დასავლეთში, მემარჯვენე რადიკალური პარტიების აღზევების ფონზე, ეს არჩევნები განსაკუთრებულ საერთაშორისო ინტერესს წარმოადგენდა. 

კომენტარები ()