imedi /  16 მარტი 2017, 11:24 / სანდო წყარო

ნიკი ჰეილი: რუსეთს არ უნდა ვენდოთ

ნიკი ჰეილი

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ აშშ-ს მოუწოდა რუსეთის მუქარას სერიოზულად მოეკიდონ, - იუწყება BBC.

„აღიქვით ეს სერიოზულად. ჩვენ რუსეთს ვერ ვენდობით და არც არასოდეს უნდა ვენდოთ“, - განაცხადა ჰეილიმ NBC-სთან ინტერვიუში.

მას რუსეთის მიმართ გაცილებით მკაცრი პოზიცია აქვს, ვიდრე ქვეყნის პრეზიდენტს.

თებერვლის დასაწყისში ჰეილიმ განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ძალაში მანამ იქნება, ვიდრე ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება და რუსეთი მინსკში დადებულ შეთანხმებას არ შეასრულებს.

ჰეილი გაეროში იანვარში წარადგინეს, მას მხარი 99-მა სენატორმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო. 

კომენტარები ()