imedi /  17 მარტი 2017, 15:49 / სანდო წყარო

სირიამ ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები გაანადგურა

ისრაელის საჰაერო ძალების თვითმფრინავები საზენიტო რაკეტებით მას შემდეგ დაბომბეს, რაც მათ სირიის საზღვარი დაარღვიეს. ინფორმაციას ავრცელებს Reuters-ი.

ისრაელის არმიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათმა საომარმა თვითმფრინავებმა ღამით სირიაში რამდენიმე მიზნის განადგურება მოახერხეს და უკვე ისრაელის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, თუმცა მათი მიმართულებით რამდენიმე რაკეტა მაინც გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის არმიის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტის ხელში ჩაგდება  ისრაელის ძალებმა მოახერხეს. დანარჩენი მიზანს არ მოხვედრია.

თავის მხრივ, სირიის არმია აცხადებს, რომ რაკეტები ერთ თვითმფრინავს მოხვდა. სირიის სამხედროების თქმით, სულ ოთხი თვითმფრინავი იყო.

ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ისრაელელი სამხედროები ადასტურებენ, რომ მათმა სამხედრო ავიაციამ სირიაში ოპერაცია განახორციელა.

 

კომენტარები ()