imedi /  17 მარტი 2017, 16:10 / სანდო წყარო

ალეპოს მეჩეთზე საჰაერო დარტყმას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ალეპოს პროვინციაში, სოფელ ალ-ჯინში მდებარე მეჩეთზე მომხდარი დაბომბვის შედეგად 42-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ წერს გამოცემა The Guardian-ი.

აშშ-ი უარყოფს სოციალურ ქსელში გავრცელებულ შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მეჩეთზე მიტანილი ავიაიერიში ამერიკელი სამხედროების მიერ იქნა განხორციელებული.

 

 

"რეიდის ფარგლებში, ალეპოს პროვინციაში მდებარე მეჩეთზე ამოუცნობმა თვითმფრინავებმა  მიიტანეს იერიში, რის შედეგადაც დაიღუპა 42 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა", - აცხადებს ლონდონში არსებული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი რამი აბდელ რაჰმანი.

როგორც რაჰმანი აცხადებს, იერიშის შედეგად დაშავებულია დაახლოებით 100-მდე ადამიანი. გადარჩენილების ნახევარი კი სავარაუდოდ ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

კომენტარები ()