imedi /  17 მარტი 2017, 16:37 / სანდო წყარო

გერმანიაში ლოტლვილებს დიალექტზე შეამოწმებენ

მიგრანტებისა და ლტოლვილების ფედერალური სამსახური BamF-ი სპეციალური პროგრამის შემუშავებას აპირებს, რომელიც გერმანელებს მიგრანტების ეთნიკური წარმომავლობის დადგენაში დაეხმარება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-Online-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პირველი ტესტები 2 კვირა გაგრძელდება. „მოწყობილობა ჩაწერს თავშესაფრის მთხოვნელ პიროვნებას, რომელიც მის სიტყვებს გააანალიზებს. შემდეგ კი დაადგენს წარმოშობის რეგიონს,“ - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა ჯულიან დეტცელმა.

ხმის საიდენტიფიკაციო სისტემა მსოფლიოს სხვადასხვა ბანკებსა და სადაზღვეო კომპანიებში გამოიყენება.  მიუხედავად ამისა, ხელისუფლების გადაწყვეტილება ბევრმა სკეპტიკურად აღიქვა. „იდეალური ჩანაწერის შექმნა ტექნიკურად შეუძლებელია - ენა ყოველთვის იცვლება. თუმცა დიდი ბაზის ქონის შემთხვევაში, შესაძლებელია შემოწმების პროცედურა გამარტივდეს,“ - აღნიშნავს კომპიუტერული ლინგვისტიკის სპეციალისტი დირკ ჰოვი.

გერმანული ხელისუფლების ცნობით, ლტოლვილების 60%-ს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

20 თებერვალს გერანიამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც დეპორტაციას დაქვემდებარებულ დევნილებს მობილურ ტელეფონებს შეუმოწმებენ. ახალი წესების თანახმად, ადამიანის პირადი მონაცემების დამუშავება მისი თანხმობის გარეშე შეიძლება, როდესაც მანამდე განმცხადებლის ან სასამართლოს ნებართვა იყო საჭირო.

29 იანვარს, გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ვოლფგანგ შოიბლემ აღიარა, რომ მიგრამტების მასობრივი მიღების გადაწყვეტილება 2015 წელს, შეცდომა იყო. 11 იანვარს გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გერმანიაში ჩასული დევნილების რიცხვი მკვეთრად შემცირდა. 2016 წელს გერმანიაში 280 ათასი მიგრანტი ჩავიდა, 2015 წელს კი 890 ათასი.

კომენტარები ()