imedi /  17 მარტი 2017, 18:27 / სანდო წყარო

რუსეთმა უკრაინას 12 დაკავებული პირი გადასცა

რუსეთის პენიტენციალურმა ძალებმა კიევს უკრაინის ის მოქალაქეები გადასცა, რომლებიც ყირიმის ანქესიისას სასჯელს, ნახევარკუნძულზე მდებარე კოლონიებში იხდიდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"17 მარტს, ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურმა უკრაინის სამართალდამცავ ორგანოებს, სასჯელის მოხდის გაგრძელების მიზნით, უკრაინის 12 მოქალაქე გადასცა", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მსჯავრდებულები უკრაინულ მხარეს ბელგოროდსკის რაიონში, ადამიანის უფლებების საკითხებში რუსი ომბუდსმენის თანდასწრებით გადასცეს.

კომენტარები ()