imedi /  17 მარტი 2017, 20:50 / სანდო წყარო

იემენში ამოუცნობი ვერტმფრენიდან გემზე მყოფი 42 მიგრანტი მოკლეს

იემენი

იემენის სანაპიროებთან, გაურკვეველი წარმომავლობის ვერტმფრენიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, მიგრანტების გემზე სულ მცირე 42 სომალელი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს BBC News-ი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაღუპულებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან. გემი ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან იყო, როდესაც უცნობმა ვერტმფრენმა მას ცეცხლი გაუხსნა.

საერთაშორისო ორგანიზაციაში აზუსტებენ, რომ მგზავრებს, რომლებიც იემენიდან სუდანში გემით მიდიოდნენ, გაერო-ს ლტოლვითა საქმის უმაღლესი კომისარიატის დოკუმენტები ჰქონდათ.

მედიის ცნობით, გემზე მყოფი მიგრანტებიდან 80 გადარჩა. 

კომენტარები ()