imedi /  18 მარტი 2017, 08:51 / სანდო წყარო

კანადაში მსუბუქი თვითმფრინავის ჩამოვარდნას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მონრეალის სამხრეთში ორი მსუბუქი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა, რომლის შედეგადაც ერთი თვითმფრინავის მფრინავი დაიღუპა, მეორის მფრინავი და ორი გამვლელი დაიჭრა, იუწყება BBC.

როგორც იუწყებიან, შეჯახების შემდეგ ერთ-ერთი თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის სახურავს შეეჯახა, მეორე კი ავტოსადგომზე ჩამოვარდა.

თვითმხილველების თქმით, ჩამოვარდნის ადგილას, გარშემო  ყველგან მიმოფანტული იყო თვითმფრინავის ცეცხლმოკიდებული ნაწილები. თვითმფრინავში მგზავრები არ ისხდნენ, ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია. 

კომენტარები ()