18 მარტი 2017, 13:03 / სანდო წყარო

ერევანში მოშიმშილე გარდაიცვალა

არტურ სარგსიანი

16 მარტს ერევანში 25-დღიანი შიმშილობის შემდეგ არტურ სარგსიანი გარდაიცვალა.

სარგსიანმა 2016 წლის ივლისის მოვლენებისას ავტომობილით კორდონი გაარღვია და პოლიციის შენობაში გამაგრებულებს საკვები გადასცა. ის 2017 წლის 9 თებერვალს დააპატიმრეს. სარგსიანმა შიმშილობა დაიწყო. დაიწყო მისი მხარდამჭერი საპროტესტო აქციები. სარგსიანი 6 მარტს გაათავისუფლეს. მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

17 მარტს სარგსიანის მხარდამჭერებმა მსვლელობა გამართეს, შეძახილებით - "პურის მიმწოდებელი მოკლეს". დემონსტრანტებმა პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის გადადგომა მოითხოვეს, ასევე - იუსტიციის და ჯანდაცვის მინისტრებისაც.

ერევნის ერთ-ერთი რაიონის პოლიციის შენობას თავს 2016 წლის 17 ივლისს დაესხნენ. მძევლად აიყვანეს რამდენიმე სამართალდმცველი. დაიღუპა 1 პოლიციელი, დაიჭრა 4 პოლიციელი და 1 თავდამსხმელი. თავდამსხმელები პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას ითხოვდნენ. დაიწყო მხარდამჭერი აქცია, რომელიც 20 ივლისს დაშალეს. დააკავეს აქციის 100-ზე მეტი მონაწილე. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას დაშავდა აქციის ათობით მონაწილე და 25 პოლიციელი.

კომენტარები ()