imedi /  18 მარტი 2017, 15:17 / სანდო წყარო

2017 წელს მოგზაურების ნახევარი შვებულებას უსაფრთხო ქვეყნებში დაგეგმავს

2017 წელს მოგზაურების ნახევარი შვებულებას უსაფრთხო ქვეყნებში დაგეგმავს. გამოიკითხა 50 ათასი ადამიანი 60 ქვეყნიდან, დოკუმენტი კი სპეციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

World Travel Monitor-ის მონაცემებით, საერთაშორისო ტურისტების 45 პროცენტი ამ წელს შვებულების დასაგეგმად გაითვალისწინებს ქვეყნებში შექმნილ პოლიტიკურ ფაქტორებს, ქვეყნის სტაბილურობას, მომხდარ გადატრიალებებს, მასობრივ აქციებს, ტერორისტული აქტების საშიშროებას.

იუწყებიან, რომ ერთი წლის წინ მოგზაურთა რიცხვი, რომლებიც უსაფრთხოებაზე ზრუნავდა 6 პროცენტით ნაკლები იყო. ტურისტების 16 პროცენტმა განაცხადა, რომ 2017 წელს ისინი თავიანთ სამშობლოში დაისვენებენ.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ 76 პროცენტმა თურქეთი საფრთხის შემცვლელ ქვეყნად დაასახელა, იმავე აზრზე წინა წელს მხოლოდ 46 პროცენტი იყო.  

კომენტარები ()